„ელექტროკომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის საკითხს განიხილავენ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე. პროექტი სპეციალური მმართველის დანიშვნას ითვალისწინებს, რომელმაც კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება უნდა უზრუნველყოს. ის გარკვეული ვადით, მაქსიმუმ ორი წლით შეირჩევა. ცვლილებების წინააღმდეგ, ხელისუფლების ოპონენტებს საკუთარი არგუმენტები აქვთ.