საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ბაქოში

12:08, 23.05.2019

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართება ბაქოში.

შეხვედრას ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ესწრებიან. კომისიების თავმჯდომარეებს შორის სამუშაო შეხვედრა 14 მაისს ბაქოში უკვე გაიმართა. აღინიშნა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3 შეთანხმებულია და აუცილებელია აქტიური კომუნიკაციის განახლება შეუთანხმებელ მონაკვეთებზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით.

კომისიის სხდომა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

მსგავსი