პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირა.
ფარული კენჭისყრის შედეგად, გიორგი მიროტაძესა და გიორგი ხიშტოვანს კომიტეტის 9 წევრმა დაუჭირა მხარი, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
კანდიდატებმა საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა ახლა სესიაზეც უნდა მოიპოვონ. პარლამენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს შვიდი წლის ვადით ირჩევს.