ზუგდიდის, შალვა დადიანის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობთა ნაწილი, ზურაბ ეგუტიას დირექტორად დანიშვნას აპროტესტებს. დასში აცხადებენ, რომ ეგუტია ამავე თეატრის მსახიობს, კოკა ხუბუტიას ივლისის თვეში ფიზიკურად გაუსწორდა და საქმე ჯერ კიდევ ძიებაშია. გარდა ამისა, მსახიობები დირექტორს რამდენიმე პროექტის შეგნებულად ჩაგდებაშიც ადანაშაულებენ. თავად ეგუტია კი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მსახიობთა ნაწილი, ვინც მის დანიშვნას აპროტესტებს, რეპეტიციებზე არაფხიზელ მდგომარეობაში დადიოდნენ და თეატრის თანამშრომელ ქალბატონს შეურაცხყოფას აყენებდნენ.
თეატრის დირექტორად ზურაბ ეგუტია მიმდინარე წლის 23 დეკემბერს დაინიშნა.