დაპირისპირება ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან

ხმაური და დაპირისპირება იყო ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანთან. ფიზიკური შეხლა-შემოხლა საარჩევნო სიებთან დაკავშირებით დაიწყო. ერთ-ერთმა მოქალაქემ ვიდეოკამერით მომუშავე პირისთვის ხელისშეშლა სცადა და მას ფიზიკურად გაუსწორდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლებზე ფულის დარიგების ფაქტს.

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა 95-ე საარჩევნო უბანზეც, სადაც ერთმანეთს „რუსთავი ორის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი დაუპირისპირდნენ.

სოფელ კოკში დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე აიყვანეს.