დაპირისპირება უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენლებს და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში მყოფ ახალგაზრდებს შორის მაშინ დაიწყო, როცა მოძრაობის წევრები 3 ივლისის აქციის ფლაერებს არიგებდნენ. ერთ-ერთი სტუდენტის, სოფო მოლოშხიას განცხადებით, სტუდენტების ნაწილს, ვინც ფლაერებს და ბუკლეტებს არიგებდა, მათთვის უცნობმა ჯგუფმა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ დაპირისპირების დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიყო, რაც ძალადობას გულისხმობს.