თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, სადაც პრემიერ-მინისტრს ლექციაზე ელოდებოდნენ, სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ირაკლი კობახიძის ლექციაზე დასწრება სურდათ, თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლების ნაწილი მათ დაუპირისპირდა, მათივე თქმით, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას წარმოადგენენ.
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც კობახიძის ლექციაზე დასასწრებად მივიდნენ, ამბობენ, რომ ლექციის ჩაშლა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგნელებმა სცადეს, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს და ხმაურიც სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.
ცნობისთვის, სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელმა, ნიკო მანაგაძემ პრემიერ ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით დაგეგმა და სტუდენტებს, ლექციის ჩაშლისკენ მოუწოდა.