აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა თოვუზის რაიონში აზერბაიჯანის პოზიციების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს.
სამინისტროს ცნობით, სროლის შედეგად ორივე მხარეს არიან დაღუპულები.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სროლები ამ დროისთვისაც გრძელდება.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ სომხური მხარისთვის გაურკვეველი მიზეზით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები უაზის ტიპის ავტომობილით სომხეთის საზღვრის დარღვევას შეეცადნენ.