პარლამენტთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ევროპული საქართველოს“ წევრები გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და აქციის სხვა ორგანიზატორები პარლამენტთან ქვიშითა და შეშით დატვირთული მანქანის შეშვებას ითხოვდნენ.
სამართალდამცველებმა მანქანა ზუბალაშვილების ქუჩაზე შემოწმების მიზნით გააჩერეს და პარლამენტის მიმართულებით არ გაატარეს.
მას შემდეგ, რაც პოლიციამ მანქანის შეშვებაზე უარი განაცხადა, აქციის მონაწილეებმა ტომრების ხელით გადატანა დაიწყეს.