ხმაური იყო პარლამენტის წინ.
მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა ამჯერად სოლიდარობა იმ გარემოვაჭრეებს გამოუცხადეს, რომლებსაც მერიამ სავაჭროდ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია შესთავაზა. ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა იყვნენ უკმაყოფილოებიც, რომლებიც გარევაჭრობისთვის ადგილს პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში ითხოვდნენ.
სოლიდარობის აქცია სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციას დაკავების გარეშე არ ჩაუვლია.