ოზურგეთში პოლიტიკური მღელვარება მატულობს.
„ნაციონალური მოძრაობის” წევრსა და „ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება საპროტესტო გამოსვლებით გრძელდება.
ინციდენტში მონაწილე პირებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან „ნაციონალური მოძრაობის” სამი წევრი შიმშილობს.
პროტესტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ჩანაწერმა კიდევ უფრო გაამწვავა.