„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. შეკითხვაზე, რომელმა მხარემ დაარღვია თბილისის მაჟორიტარული შეთანხმება, პარტიათა ნაწილი პასუხისგან თავს იკავებს, ნაწილი კი, პირდაპირ ამბობს, რომ შეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაირღვა, რის გამოც, ისინი მხარდაჭერას გიორგი ვაშაძის კანდიდატურას უცხადებენ.