დაპირისპირება ოპოზიციაში

საერთო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, ოპოზიციის შეთანხმება დარღვეულია – ისნის მაჟორიტარულ ოლქში, ოპოზიციიდან ორი კანდიდატი იბრძოლებს. გიორგი ვაშაძის კონკურენტი  „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძე იქნება. ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ დეკანოიძის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. „ნაციონალურ მოძრაობაში“  მიიჩნევენ, რომ გიორგი ვაშაძე, საერთო ოპოზიციურ კანდიდატად ვეღარ ჩაითვლება, რადგან იგი ისანში კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ კვოტით იყო წარდგენილი, მან კი კოალიციის დატოვებითა და ახალი საარჩევნო ბლოკის შექმნით, შეთანხმება დაარღვია.

გიორგი ვაშაძე კი მიიჩნევს, რომ შეთანხმება დეკანოიძის წარდგენით თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ დაარღვია“, რადგან იგი ისნის მაჟორიტარულ ოლქში ერთიანი ოპოზიციური ფორმატითაა წარდგენილი.