სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია ოკუპირებულ აფხაზეთში.
სექტემბერში ჩატარებული ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით დაწყებული აქცია ე. წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრით დასრულდა. მომიტინგეებს დაკავებული აქვთ ე. წ. პარლამენტის შენობაც. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორი ე. წ. ოპოზიციონერი ლიდერი ალხას კვიცინიაა, რომელიც ოთხი თვის წინ რაულ ხაჯიმბასთან ერთპროცენტიანი სხვაობით დამარცხდა. აქციის პარალელურად არაღიარებული არჩევნების შედეგები ე. წ. სასამართლოს გზითაც არის გასაჩივრებული. ე. წ. პრეზიდენტი, რომელიც რუსეთის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს, შენობიდან გაყვანილია. ხაჯიმბა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს.