„მოამბის“ ინფორმაციით, ზაზა გოგოვამ, რომელიც გუშინ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე სოფო ჯაფარიძემ ჩაანაცვლა, პარტიის ჩათი უკვე დატოვა, ასევე პარტიის ჩათიდან გავიდა პარტიის კიდევ ერთი წევრი, დიმა ჩიქოვანი.
„მოამბის“ ინფორმაციით, პარტიის საქმიანობას ჩამოსცილდნენ ის ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ მივიდნენ.
თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების ფაქტს უარყოფენ.