დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

23 ნოემბერს გაირკვევა, დასრულდება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება.

ორ გუნდად გაყოფილი პარტია მიხეილ სააკაშვილის გეგმით მოქმედებს და ორ დღეში დაგეგმილ შეკრებაზე ერთიანობის მანიფესტს წარმოადგენს. ვინც დოკუმენტზე ხელს არ მოაწერს, ავტომატურად პარტიის მიღმა აღმოჩნდება, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ კარისკენ თავად ყოფილმა პრეზიდენტმა და პარტიის დამფუძნებელმა მიუთითა. ახლა ყველა ახალ მენეჯმენტთან დაპირისპირებული ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილებას ელის. თუმცა ნიკა მელიას და მისი გუნდის წინასწარი კომენტარები და განწყობები შიდა დაპირისპირებისთვის წერტილის დასმის პერსპექტივას ნაკლებად აჩენს. მანიფესტის იდეამ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებული ბრალდებები მაინც ვერ გააქარწყლა.