დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების დროულად ჩატარებას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრებმა პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობისგან დღეს პოლიტსაბჭოს მოწვევა და არჩევნების თარიღის დროულად განსაზღვრა მოითხოვეს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებსა და არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრშიც.

არის თუ არა ცნობილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს პოზიცია პარტიის წარმომადგენლების მოთხოვნასთან დაკავშირებით? – თეონა ხუბულავა თემის დეტალებით.