უკვე მესამედ დარღვეული სამშვიდობო ზავი.
მუამარ კადაფის ჩამოგდებიდან შვიდი წლის შემდეგ ლიბიაში ვითარების ნორმალიზაცია და მშვიდობის მიღწევა ვერ ხერხდება.
ქვეყანა არაფორმალური სამხედრო დაჯგუფებების დაპირისპირების ზონად არის ქცეული, რომლებიც დედაქალაქ ტრიპოლიზე კონტროლის გამყარებას ცდილობენ.
ლიბიაში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მშვიდობის მიღწევას გაერო-ს მხარდაჭერის მისია ცდილობს.
საერთაშორისო საზოგადოება მებრძოლ მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს.