კასპში დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე ჩასული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს ხვდებოდა, რა დროსაც მას სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ მიერ სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმებული პირები დაუპირისპირდნენ. რამდენიმე პირი ასევე დაუპირისპირდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას და სიტყვიერ დაპირისპირებას. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი მუხლით დაიწყო.