ომანის ყურეში ნავთობის ტანკერების აფეთქებამ და ირანის მიერ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდებამ ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობები უკიდურესად გაამწვავა.
აშშ გემებზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს, რასაც თეირანში უარყოფენ. ირანი ორმუზის სრუტის ჩაკეტვის სცენარსაც განიხილავს. ამერიკა კი გემების გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით რეგიონში საერთაშორისო საპატრულო კოალიციის შექმნას ცდილობს. პარალელურად დონალდ ტრამპი ირანს ბირთვული შეთანხმების დარღვევაში სდებს ბრალს და უახლოეს მომავალში სანქციების გაძლიერებას გეგმავს.