დაპირისპირება იყო გარდაბნის საკრებულოში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით დავის საგანი სოფელ ქესალოში სკოლასთან არსებული მიწის ნაკვეთი გახდა, რომლის გაყიდვასაც მათი მტკიცებით, გარდაბნის საკრებულო აპირებდა. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ „ქართულ ოცნებაში“. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და სწორედ ამის გამო მოხდა დაპირისპირება. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რის შედეგადაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტს აღენიშნება სისხლჩაქცევები თვალის არეში და იმყოფება დაკვირვების ქვეშ.