ხმაური იყო ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.
დეპუტატების დაპირისპირება ოპოზიციის განცხადებას მოჰყვა. „ქართული ოცნების“ წევრის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა „ტვ პირველის“ ეთერში, აჭარლებთან მიმართებაში სიძულვილის ენა გამოიყენა. საკითხის განხილვამ სხდომაზე მყოფ დეპუტატებს შორის დპირისპირება და ხმაური გამოიწვია.