ადვოკატთა ასოციაციის 4700-მა წევრმა ახალი ხელმძღვანელი ვერ აირჩია. სპორტის სასახლეში ჩატარებული არჩევნები ხმაურიანი განცხადებებით და ურთიერთბრალდებებით დასრულდა. სამ დღეში საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს, რის შემდეგ გაირკვევა, მოუწევთ თუ არა მეორე ტურში დაპირისპირება პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს. თუმცა, პროცესი შესაძლოა მეორე ტურითაც არ დასრულდეს.
ადვოკატების ნაწილი გაყალბებაზე საუბრობს, საკუთარ პოზიციას ვიდეოჩანაწერებით ამყარებს და არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს მიმართოს.
თეონა ხუბულავა არკვევდა, ვის რა პრეტენზია აქვს 9 დეკემბერს გამართული კენჭისყრის პროცესის მიმართ.