ქეთევან კიკნაძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს
საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი ქეთევან კიკნაძე, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს. მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მარჯანიშვილის თეატრში მიმდინარეობდა. 1959 წლიდან ქეთევან კიკნაძე სწორედ ამ თეატრალური დასის წევრი იყო. შექმნა არაერთი გამორჩეული სახე. გადაღებულია 16-ზე მეტ მხატვრულ, სატელევიზიო ფილმსა და სერიალში. მათ შორისაა „შეხვედრა წარსულთან“, „დათა თუთაშხია“, „თეთრი ბაირაღები“. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, პრემია და პრიზი. საქართველოს სახალხო არტისტი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.