საუკუნის წინანდელი ქართული პრესა საგამოფენო სივრცეში ინაცვლებს.
დამოუკიდებლობის დღეს ეროვნულ არქივი ახალ ექსპოზიციას უძღვნის. პავილიონში გამოფინეს 1918-21 წლების პერიოდის გამოცემები, მათ შორის ის პუბლიკაციები, სადაც დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველი რეაქციაა აღწერილი. იმდროინდელი პრესის ფურცლები არაერთ ისტორიულ მოვლენას და ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს აცოცხლებს.
პრესის არქივი ყველა იმ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას აერთიანებს, რომელმაც 1918 წლის შემდეგ გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყნის სამომავლო განვითარებაში. ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში ივნისის ბოლომდე დარჩება.