საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში გაიმართება. წელს პირველად, უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტები სამხედრო ფიცს ერთდროულად საქართველოს 10 რეგიონსა და თბილისის მთავარ მოედანზე დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები ხდებიან. წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ავიაცია.