უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებელმა დეპუტატებმა საჯარო შეხვედრა გამართეს.
ეკა ბესელიამ და მისმა 12-მა თანამოაზრე დეპუტატმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი განიხილეს, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის წესს ითვალისწინებს.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, აუცილებელია პარლამენტმა მათ მიერ მომზადებული ცვლილებები გაითვალისწინოს, რათა მხარდაჭერილი იყოს, როგორც ვენეციის კომისიის, ისე საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები.