სტიქიური მოვლენების გამო, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი გზის 300-მეტრიან მონაკვეთზე, გზის საფარი დაზიანდა. ამ დროისთვის, გეოლოგები ადგილზე არსებულ სიტუაციას უკვე გაეცნენ. დაწყებულია პროექტირება სტიქიის ლიკვიდაციის კუთხით. რამდენიმე დღეში კი დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები დაიწყება.