ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია ცხრა საათია გამოკითხვაზე იმყოფებიან. საგამოძიებო უწყება ზუგდიდის მერიაში კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით საქმეს იძიებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ დღეს ფარული ჩანაწერი მიაწოდა. კონკრეტულად რას Ⴘეიცავს ჩანაწერი, საზოგადოებისთვის ჯერ უცნობია, თუმცა, მიქაია ამბობს, რომ ჩანაწერში ზუგდიდის ყოფილი მერი ფიგურირებს.