ეკატერინე ტიკარაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების საკითხზე კიდევ უფრო მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მიზნით მემორანდუმი გააფორმეს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა განხორციელებული ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გამართა, რომლის თანახმად, გაიზარდა სახლის შესყიდვის მიზნით თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა. ამასთან, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფს.