ლერი სულაბერიძეზე თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია. მოტივი კვლავ უცნობია. ის დანაშაულს აღიარებს. 1980 წელს დაბადებული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, პოლიციამ გამოკითხვის შემდეგ აიყვანა. სასჯელი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების შეკითხვებს უპასუხა თავად ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმაც. ლერი სულაბერიძის თქმით, აღნიშნულ პირს ის არ იცნობს. სულაბერიძეს წყნეთის გზაზე ღამით ხუთჯერ ესროლეს.