პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი თანხის გამოძალვაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ორი ბრალდებული საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქისგან თანხის გამოძალვაში ეხმარებოდა. მოქალაქის დასაშინებლად, ფულის გამოძალვის მიზნით, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს, რომელიც არ აფეთქდა. მძიმე დანაშაულის შესახებ კი ცნობილი იყო ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ მესამე პირისთვის, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის თაობაზე არ შეატყობინა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.