დაკავება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული პირი აიყვანეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის აიდი-ბარათის დამზადების სანაცვლოდ, 5680 დოლარი მოითხოვა, წინასწარ კი, მოტყუებით დაეუფლა 300 დოლარს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.