დაკავება თაღლითობის ფაქტზე

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. საუბარია მოქალაქეზე, რომელიც დიდი თანხის სანაცვლოდ, თითქოსდა მექსიკის გავლით, ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო პუნქტამდე, მოქალაქეთა გადაყვანას უზრუნველყოფდა. როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებულს ბრალად ედება თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.