სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის მიერ დაარსებული უძრავი ქონების სააგენტოს გამოყენებით, თბილისში ბინის დაგირავების მსურველებს საპროცენტო სარგებლის პირობით სესხებას სთავაზობდა, რის სანაცვლოდაც, ბინების დაქირავებასა და ქირის გადახდას ჰპირდებოდა, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, დაზარალებულებს თითქოსდა ნასესხებ თანხას უბრუნებდა. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ, დიდი ოდენობით 962 574 ლარს დაეუფლა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.