საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის, „სარფის“ გვერდის ავლით ასევე, თურქეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოყვანას ცდილობდა. პოლიციამ სამივე მათგანი საზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა. ასევე პოლიციამ თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავა, როდესაც ის ყალბი პასპორტის გამოყენებით საქართველოს დატოვებას ცდილობდა. დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.