საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ ლაშა ხეთერელის საქმეს გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი.
თეა ახვლედიანის განცხადებით, უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით აცნობეს ჟენევის თანათავმჯდომარეებს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ხეთერელის გათავისუფლება უმოკლეს ვადებში მოხდება.
შეგახსნებთ ეს ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავების მეექვსე შემთხვევაა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მას ნათესავები ჰყავს და სწორედ მათ მოსანახულებლად ის გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც მისი დაკავების და პატიმრობის მიზეზი გახდა. ლაშა ხეთერელის დაკავება უკვე დაადასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. ხეთერელის გარდა, ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს ხუთი მოქალაქე რჩება.