მორიგი უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან. რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, სოფელ დიცში მცხოვრები 21 წლის მამაკაცი გუშინ საღამოს დააკავეს. მომხდარი ოჯახმა თავად დაინახა, თუმცა ამ დროისთვის მამაკაცის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.
ნინო ფისაძე დეტალებით – რა ინფორმაცია აქვს დაკავებულის ოჯახს?