ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ყოფილი ტყის მცველი დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ცნობით, ტყის მცველმა არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა, მათ შორის საჯარო მოხელეთა მხილების მიზნით.
დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.