ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა. მათ შორის ერთი კრიმინალური ავტორიტეტია. ისინი პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქუთაისში, წყალტუბოსა და ზესტაფონში აიყვანა.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული გ. გ. და მისი ძმა, ზესტაფონში ავტოსადგურებს ფლობენ. მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში კი გ.გ.-მ კანონიერი ქურდების დახმარებით, მისი ძმის ბიზნესის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა და ამისათვის კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა.
ჩადენილი დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება გრძელდება.