დაკავება ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით

12:10, 04.11.2018

ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა. მათ შორის ერთი კრიმინალური ავტორიტეტია. ისინი პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე,  ქუთაისში, წყალტუბოსა და ზესტაფონში აიყვანა.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული გ. გ. და მისი ძმა, ზესტაფონში ავტოსადგურებს ფლობენ. მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში კი გ.გ.-მ კანონიერი ქურდების დახმარებით, მისი ძმის ბიზნესის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა და ამისათვის კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა.

ჩადენილი დანაშაული 9-დან 15 წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება გრძელდება.

მსგავსი