თბილისი, ქარელი, გორი – დაკავების ოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ადგილზე.
შვიდ მოქალაქეს ქურდულ სამყაროსთან კავშირში ადანაშაულებენ. საქმეში ფიგურირებს კიდევ ხუთი პირი, რომლებსაც დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი. გამოძიება ბრალდების დამადასტურებელ ფარულ მასალებზე მიუთითებს. საუბარია ფინანსურ დავაზე, რომლის გადასაჭრელად, საგამოძიებო მასალების მიხედვით, ქურდული სამყაროს წევრები და ე.წ. კანონიერი ქურდები ჩართეს. გამოძიების ცნობით, დავის მოგვარების შემდეგ ბრალდებულთა ნაწილმა ფინანსური სარგებელიც მიიღო, რასაც ქურდული გარჩევა მოჰყვა.