დაკავება ქრთამის აღებისა და თაღლითობის ბრალდებით

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხ თანამშრომელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, მეორე ავტობაზის თანამშრომლები სამსახურებრივი მფარველობისთვის სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით ფულად თანხას იღებდნენ.