თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე აიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულმა თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თურქეთის მოქალაქეს მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 1000 ლარი გამოართვა.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. მოკვლევას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.