საინფორმაციო შეხვედრა აჭარაში

კერძო და საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გააცნეს. იმსჯელეს კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის გამოძიებაზე, ინტერესთა შეუთავსებლობასა და მამხილებლის დაცვაზე. საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში გაიმართა.