„ლელოს“ ინიციატივა

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა „ლელოს“ ინიციატივას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ მხარი არ დაუჭირა. „ლელოს“ წარმომადგენლების თქმით, მმართველ გუნდს კანონპროექტთან დაკავშირებით შინაარსობრივი შენიშვნები არ ჰქონია. პარტიაში განმარტავენ, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავდა ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუციური ჩარჩოს რეფორმირებას იმ გამოცდილების მიხედვით, რომელიც არსებობს სამოქალაქო ორგანიზაციებში და საერთაშორისო პარტნიორებში.