ევროკომისიის რეკომენდაცია - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება და ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, – ეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან მეოთხე პუნქტია.

ევროდირექტივის შესასრულებლად ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფი უკვე შეიქმნა. გაიმართა პირველი გაფართოებული შეხვედრაც. სამუშაო ჯგუფში მმართველი გუნდის, ოპოზიციის ნაწილის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მხარეებმა დღეს საკუთარი ხედვები წარადგინეს. ხელისუფლების ოპონენტები რეკომენდაციის შესრულების გზად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას განიხილავენ. მმართველი გუნდი კი კორუფციასთან ბრძოლას პრიორიტეტად აცხადებს და ყველა შეთავაზების განხილვას გეგმავს. პროცესი ამჯერადაც სამი ოპოზიციური პარტიის გარეშე მიმდინარეობს.