შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, ქრთამის სახით, სისტემატურად იღებდა ფულს მოქალაქისგან, რის სანაცვლოდაც, მას მფარველობას უწევდა სუფსაში ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე ტექნიკიდან საწვავის ფარულად დაუფლებასა და რეალიზაციაში. ეს ფაქტი მოქალაქემ გამოკითხვისას სრულად დაადასტურა და გამოძიებასთან ითანამშრომლა.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.