სამართალდამცველებმა ბათუმში 54 წლის პირი დააკავეს, რომელიც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული პირი დროებით მფლობელობაში არსებულ კაფე-ბარსა და სასტუმროში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.
სამართალდამცველებმა ბარსა და სასტუმროში მომუშავე პერსონალი, მოწმის სახით დაკითხეს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.