დაკავება პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე

რუსთაველის გამზირზე 7,8,9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ის პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით აიყვანეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 7,8,9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა დაზიანება მიიღეს. ასევე ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს, – წერია სამინისტროს განცხადებაში.